ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრიბავს საპროტესტო ელექტორატს, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ერთიან კანდიდატად არ განიხილება.
"ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრიბავს საპროტესტო ელექტორატს. ანუ, არ იქნება კარგი თუ ცუდი გაგებით კონტროვერსიული, თან რომელიც გამოხატავს მრავალფეროვნებას და ვწუხვარ, რომ ქალბატონი თაკო არ განიხილება",- განაცხადა ბოკერიამ.
პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ "ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიცია" მას კანდიდატს არ დაუყენებს.