"ევროპული საქართველოს" ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ტაქტიკურ შეცდომად აფასებს.
ბოკერიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მოტივაციაში ეჭვი არ შეაქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება იყო შეცდომა. ეს არის ტაქტიკური შეცდომა, თუმცა მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს, მათი მოტივაცია იყო სწორი მოტივაცია. ეს იყო სწორი სვლა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ჩააყენა კიდევ უარეს მდგომარეობაში. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ივანიშვილი რაციონალურად მოიქცევა, რადგან ის, არ არის რაციონალურ მდგომარეობაში.
ეს ყველაფერი ივანიშვილს არ აძლევს შანსს, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს. ხვალ თუ ჩააგდებს კენჭისყრას, კიდევ უფრო ღიად მოუწევს საზოგადოებისთვის თქმა, რომ ხო აი, მე მოვაკელი ეს ოთხი ხმა.
მისგან არ მიკვირს ეს უტიფრობა, ოპოზიციის გაცნობიერებული ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანისკენ უბიძგოს ასეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ "დღის კურიერის" ეთერში.