ვითარების ნორმალიზებას სჭირდება გიორგი რურუას გათავისუფლება და პირობის შესრულება , - განაცხადა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ბოკერიამ "დღის კურიერში".
მისი თქმით, მათი ამოცანა ვითარების ნორმალიზებაა, რასაც გიორგი რურუას გათავისუფლება სჭირდება.
"მოლოდინი კი არ გვაქვს, გვაქვს ამოცანა, რომელსაც სჭირდება ვითარების ნორმალიზება. ვითარების ნორმალიზებას კი, სჭირდება გიორგი რურუას გათავისუფლება და პირობის შესრულება, რომელიც საზოგადოების წინაშე და საერთაშორისო მეგობრების წინაშე დაიდო. ამაზე საერთაშორისო მეგობრებმაც მიუთითა მმართველ გუნდს. ასევე, გვინდა ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება.
ეს იქნება ივანიშვილისთვის ანგარიშვალდებულების მაგალითი. შემდეგ თვეებში კი, როდესაც ის იმოქმედებს ძალაუფლების დაკარგვის შიშით, ჩვენ გვექნება მეტი გარანტია, რომ ნაკლებ სისულელეს ჩაიდენს. თუ დაპირება არ შესრულდება, ჩვენ მეორე მოსმენაზე ხმას არ მივცემთ.
პირველ მოსმენაზე მივეცით ხმა იმიტომ, რომ ივანიშვილი კუთხეში მიგვემწყვდია. თუ პოლიტპატიმრების საკითხი დღის წესრგიდან არ მოიხსნება და ამით ის დაიღუპავს თავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.