სოციალური პროგრამები დამატებული ღირებულების გადასახადისგან არ გათავისუფლდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
საკითხი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა გააპროტესტა, რადგან მისი თქმით, ეს ტენდენცია იმოქმედებს პროგრამების ეფექტიანობასა და შედეგებზე.
როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, დღგ-ის გადახდა პროგრამების ხარჯზე არ მოხდება და ამას მთავრობა უზრუნველყოფს.