ამერიკის კინემატოგრაფიის ინსტიტუტმა 73 წლის მსახიობს მორგან ფრიმენს კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლისათვის ჯილდო მიანიჭა.
ჟილდოს გადაცემის ცერემონიალი 2011 წლის 9 ივნისს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ჯილდო 1973 წელს დაფუძნდა და შესაბამისად ფრიმანი მისი 39-ე მფლობელი გახდება.
გასულ წლებში მილი ლაურეატები გახდნენ ალ პაჩინო, ჯორჯს ლუკასი, შონ კონერი, მერილ სტრიპი, ბარბარა სტრეიზანდი, სტივენ სპილბერგი და სხვა მსახობები და რეჟისორები.
შეგახსენებთ, რომ ფრიმანი არაერთხელ იყო ნომინირებული ოსკარზე და მან ეს საპატიო პრემია 2005 წელს კლინტ ისტვუდის ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო.