20 ივნისის დარბევას ვერც ერთ სხვა დარბევას ვერ შევადარებ. განაცხადა "რუსთავი2"-თან საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ესწრება.
"ვაპროტესტებ იმას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიდინა, როდესაც მან 1989 წლის 9 აპრილი გააგრძელა. 20 ივნისის დარბევას ვერც ერთ სხვა დარბევას ვერ შევადარებ. ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოთქვა შეურაცხყოფის გამო და რუსეთის ნაცვლად ისინი საკუთარმა ხელისუფლებამ დასაჯა. საერთოდ, საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს ისეთი გამოცანაა, რომელზეც წლები ვიმუშავებთ, რომ ამოვხსნათ და გავიგოთ როგორ მოხდა ასეთი შეუძლებელი რამ", - განაცხადა წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.