მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ბაქო "მადრიდის ინიციატივასთან" დაკავშირებით ერევნის პასუხს ამ დრომდე ელოდება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვიმა დღეს ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განამარტებით, 2004 წლიდან სომხეთის მხარესთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკები მიმდინარეობს, რომელის საგარეო უწყების და პრეზიდენტების დონეზე ხორციელდება. 2007 წელს კი მადრიდში ეუთოს ფარგლებში შეხვედრის დროს აშშ-ს, საფრანგეთის და რუსეთის მონაწილეობით შემუშავდა კონფლიქტის მოგვარების წინადადებები, რომელიც "მადრიდის წინადადებების" სახელით არის ცნობილი. აღნიშნულის განახლებული ვარიანტი კი 2009 წლის დეკემბერში დამტკიცდა.
"მადრიდის წინადადებები ჩვენთვის მისაღებია და ვთვლით, რომ კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს, თუმცა ამ დრომდე სომხეთის პოზიცია ჩვენთვის უცნობია. ასტანის სამიტამდე კიდევ ერთი თევა დარჩენილი8 და იმედი გვავს, რომ ამ დროში მათი მოსაზრება ცნობილი გხდება", - აღნიშნა მამედიაროვმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის პოზიცია და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს და დევნილების დაბრუნება დაიწყოს.