საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2855 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.