შემოდგომაზე დამდგარი შედეგი ბევრად რთული იქნება, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება დაკავშირებული, როგორც სეზონული გრიპების თანხვედრასთან, ასევე ხანგრძლივობითაც ის გაცილებით რთული იქნება
"მოლოდინები არის საკმაოდ რთული, რადგანაც შემოდგომაზე დამდგარი შედეგი ბევრად უფრო რთული იქნება, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ. ეს იქნება დაკავშირებული როგორც სეზონული გრიპების თანხვედრასთან, ასევე ხანგრძლივობითაც ის გაცილებით რთული იქნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პროცესი შემდგომშიც ძალიან კარგად ვმართოთ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.