ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი. იტყობინება სომხეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი.
უწყების ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 18 698-ს მიაღწია.
მწვავე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გახანგრძლივდა.