მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი COVID-19-გან გამოჯანმრთელდა. მონაცემებს ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსისგან 4 123 202 ადამიანი განიკურნა. გარდაიცვალა 445 468 პაციენტი, კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 8 261 260-ს შეადგენს.