საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ბელარუსს შორის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.
ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს:
„უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო - ბელარუსი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.