არ ვაპირებთ, რომ ორას „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ კონტრაქცია, მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი ჩიხში არიან შესული და ჩაკარგული საკუთარ ტყუილებში.
„ეს არის აბსურდი. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკნიუსს და მერე თავად აკრიტიკებენ თავისივე შექმნილ ფეიკნიუსს. ეს არის აბსურდი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ორას „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესული და ჩაკარგული საკუთარ ტყუილებში, არც ვიცი, რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ, გამჯდარი აქვთ სულში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს. რატომ უნდა შეიკრიბოს ვინმე ამ აქციის წინააღმდეგ? ეს არის აბსურდი, თუ ვინმე შეიკრიბება, ეს არის ერთადერთი პროვოკაცია და ბუნებრივია, ეს პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი, თუმცა მე არ მგონია, რომ ასეთი რამე მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.