რუსეთი ალბათ იტყვის, რომ ეს კეთილი ნების ჟესტი იყო და იყო პირველი და უკანასკნელი, მაგრამ ალბათ ეს იქნება დასაწყისი. ასეთ აზრს გამოთქვამს, პერევიდან რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანის შესახებ, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება - "არის, რა თქმა უნდა, სერიოზული ზეწოლის შედეგი, რომელიც რუსეთზე დიდი ხანია მიმდინარეობს თითქმის ყველა დონეზე და ყველა ტრიბუნიდან".
"რა თქმა უნდა რუსები ახლა გამოაცხადებენ, რომ ეს იყო კეთილი ნების ჟესტი და ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მაგრამ ალბათ ეს იქნება პირველი და ეს იქნება დასაწყისი და ნელ ნელა ამას მოყვება გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ ალბათ ამას ყველაფერს ნელ-ნელა ვნახავთ", _ აცხადებს შარაშენიძე.
მისივე განმარტებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ "რა სერიოზული სამუშაო იქნება გაწეული ჩვენი მხრიდან და როგორი იქნება ჩვენი უცხოელი მეგობრების ზეწოლა რუსეთზე", _ აცხადებს ექსპერტი.