კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, პერევიდან ჯარის გაყვანის შესახებ, ქართველი დიპლომატების დიდი დამსახურებაა.
"მე ვიწინასწარმეტყველე, რომ პერევიდან რუსები ჯარს გაიყვანდნენ. ეს ქართველი დიპლომატების დამსახურებაა. თუმცა მოსახლეობისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან მათი სახნავ-სათესი ტერიტორიები ოსების მხარეს რჩება. აქ არის მეორე ტექნიკური მხარეც. პერევმა რუსეთისთვის მნიშვნელობა დაკარგა," - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე, მიღებული იქნნა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი უახლოეს დღეებში საჩხერის რაიონის სოფელ პერევს დატოვებს.