ეს არის მხოლოდ ნაწილი და პირველი ნაბიჯი იმ პროცესისა, რომელიც საქართველოს სრული დეოკუპაციით უნდა დასრულდეს. აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოკერია სოფელ პერევიდან რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანის შესაძლებლობის კომენტირებისას.
მინისტრის მოადგილე ასევე იმედს იტოვებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაკეთებული ეს განცხადება რეალობად იქცევა.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვესმის განცხადებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ამ ერთი სოფლის დეოკუპაცია მაინც მოხდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დადასტურდება ქმედებებით", _ აცხადებს გიორგი ბოკერია და დასძენს, რომ ჩვენთვის, საქართველოს ნებისმიერი მცირე ტერიტორიის დეოკუპაციაც მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის საქართველოს ნებისმიერი მცირე ტერიტორიის დეოკუპაციაც მნიშვნელოვანია და ამ ერთი სოფლის დეოკუპაციაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ამ სოფლის მაცხოვრებლებისთვისაც, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ნაწილი და პირველი ნაბიჯი იმ პროცესისა, რომელიც საქართველოს სრული დეოკუპაციით უნდა დასრულდეს", _ აცხადებს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები