მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 436 ათასზე მეტი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 8 018 742-ს მიაღწია, გარდაიცვალა 436 406 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 883 243 ადამიანი.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები აშშ-ში ფიქსირდება - 2 114 046, გარდაიცვალა 116 127 ადამიანი.