ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის" 93-ე ცერემონიალი 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია კინოაკადემიამ მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"ეს სიმართლეა. "ოსკარის" შემდეგი ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება", - იუწყება ამერიკის კინოამადემია.
დაჯილდეობის ცერემონიალი 2021 წლის 28 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიების ორგანიზატორებმა მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
მანამდე ამერიკული მედია ვარაუდობდა, რომ ღონისძიება გადაიდებოდა, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა.