ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა. ამის შესახებ თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"გუშინ იყო 879, ახალი შემთხვევა არ გვყავს, კვლავ გვრჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 გამოჯანმრთელებული გვყავს გუშინდელის შემდეგ, 704 იყო და ახლა 724-ს შეადგენს. ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რიგორც ვცხოვრობთ, რეგულაციებით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირებისა და პირადი დაცვის საშუალებების საკითხი", - თქვა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.