დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, შესაძლებელია ეპიდვითარებამ შემოდგომაზე არც სწავლის დაწყებას შეუქმნას საფრთხე და არც არჩევნების ჩატარებას.
"თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი როგორიც დღეს არის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და ისევ და ისევ "ავიშვით" და როგორც გვინდა, როგორც შარშან, ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ არის რისკი, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ ეპიდსიტუაციისდა მიხედვით შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მისაღები, საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებ, ეს საჭირო არ გახდება თუ ა.შ. დაველოდოთ და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.