ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი კვლავ ძალაშია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეს დაავადების ფართოდ გავრცელების პრევეცნიისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია.
“საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს, მით უმეტეს, ჩვენ ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება.
ეს არის ერთერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისა, რომ ჩვენ პრევენციას ვუკეთებთ დაავადების ფართოდ გავრცელებას“, - თქვა გამყრელიძემ.