15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად, არის სულ 704 განკურნებული.
„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, ოღონდ ამას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.