პეკინში განაცხადეს, რომ ქალაქის უდიდეს საბითუმო ბაზარში კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთი COVID-19-ის ახალი აფეთქების საფრთხის წინაშეა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბაზარსა და მის მიმდებარე რაიონებში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდება, რათა ინფექციის წყარო დადგინდეს, ასევე გაიტესტება ინფიცირების კერასა და მეზობელ რაიონებში ყველა მცხოვრები.
საბითუმო ბაზარი "სინფადი" შაბათს მას შემდეგ დროებით დაიხურა, რაც ორაგულის დასაჭრელ დაფაზე კორონავირუსის კვალი აღმოჩნდა. ფენთაის რაიონში სამხედრო რეჟიმი დაწესდა და საგანგებო მდგომარეობის მეორე დონე გამოცხადდა.
ქალაქში გაიტესტა 76 499 ადამიანი, მათ შორის 59-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
11 ივნისამდე 56 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.