საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის დაწყებამდე მოსახლეობას ელისეის სასახლიდან ტელევიზიის საშუალებით მიმართა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, 15 ივნისიდან საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთის კონტინენტური ნაწილი, ილ დე ფრანსის რეგიონის ჩათვლით, ე.წ. მწვანე ზონაში იმყოფება.
შეზღუდვების შემსუბუქება პარიზში მდებარე კაფეებისა და რესტორნების გახსნას მოიცავს.
გარდა ამისა, საფრანგეთი ხვალიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებათან საზღვრებს გახსნის. საფრანგეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებენ, ხოლო პირველი ივლისიდან მათთვის გამგზავრება ნებადართული იქნება იმ ქვეყნებშიც, სადაც ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
"ხვალიდან, ჩვენ ვაპირებთ დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება, მოკლედ რომ ვთქვათ, ხვალიდან საფრანგეთის დაბრუნება", - განაცხადა მაკრონმა.
"თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა და შეგვიძლია ყურადღება მოვადუნოთ. ჩვენ კიდევ დიდხანს უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცირების წესები. 2020 წლის ზაფხული არ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო. თვალყური უნდა მივადევნოთ ეპიდემიური სიტუაციის მიმდინარეობას", - დასძინა მაკრონმა.