გორში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია "ემბავუდის" მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის ხელმძღვანელი.
ქალი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მოხვდა, რესპირატორული პრობლემებით, თუმცა მას პირველ ჯერზე კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. COVID-19 რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ტესტირებისას გუშინ დაუდასტურდა.
COVID-19-ის შემთხვევაა კასპის მუნიციპალიტეტშიც, ინფიცირებული პაციენტი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის კლასტერს მიეკუთვნება და თავად ისიც ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.