სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული, საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 13 ივნისს იწურებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მისი გახანგრძლივება გადაწყდა.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გასულ 24 საათში 612-ით გაიზარდა და 15 281-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი.