სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გასულ 24 საათში 612-ით გაიზარდა და 15 281-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 15 281 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 639 პაციენტი, გარდაიცვალა 258 ადამიანი", - განაცხადეს უწყებაში.