ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მოქალაქეს არ სრუს ექიმთან დარეკვა, შეუძლია, მიმართოს ე.წ. ცხელების კლინიკებს.
„თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ, მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ „პისიარ“ ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა. თუ უარყოფითი იქნა ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაიყვანენ „კოვიდის“ კლინიკაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, სიმპტომების დროს უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება, „კოვიდი“ არ იყოს, მაგრამ ეჭვის მიტანა საჭიროა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად ჩათვალონ ყველა ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები.