შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპულიკელმა წევრებმა გამოაქვეყნეს სტრატეგიის დოკუმენტი - "ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმეგ ბრძოლა".
დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ კონგრესმენები - ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი, საქართველოზეც არის საუბარი.
ამავე დოკუმენტში ფართოდ არის განხილული პუტინის რეჟიმის როლი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტების ხელყოფაში. ამ კონტექსტში კონგრესმენები გარდაუვლად მიიჩნევენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
"კონგრესმა სანქციები უნდაა დააწესოს მათზე ვინც დგას რუსული პროპაგანდის უკან და ძირს უთხრის შეერთებული შტატების პარტნიორების, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, უსაფრთხოებას", - ნათქვამია დოკუმენტში.
კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მოამზადოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, რომლებიც რუსეთის აგრესიას აფინანსებენ.
"ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ", - ნათქვამია დოკუმენტში.
სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონგრესმა უნდა გააგრძელოს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა.