თუ ადამიანი გამქაჩავია და შეუძლია, რომ ეს მძიმე ჭაპანი გასწიოს და პირველივე ტურში მოგებაზე იმუშაოს ასეთი კანდიდატი კარგი იქნება. ევროპულ საქართველოს ამის ამბიცია გვაქვს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა, გიგი უგულავამ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამხელა გამოწვევაა ეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი პარტია მოვიცვათ და იყოს წარმომადგენლობით. სულ ექვს მაჟორიტარულ ოლქზე ვლაპარაკობთ და 30 პარტია ბუნებრივია ვერ გაინაწილებს, ჯანსაღი აზრის და ადეკვატურობის ფარგლებში უნდა მოხდეს მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილება.
„ევროპულ საქართველოს“ არ აქვს პარტიულად პრეტენზია თუ თბილისში რამდენი მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ჰყავდეს, მე უფრო პერსონალურ ჭრილში ვუყურებ, რომ თუ ადამიანი გამქაჩავია და შეუძლია, რომ ეს მძიმე ჭაპანი გასწიოს და პირველივე ტურში მოგებაზე იმუშაოს ასეთი კანდიდატი კარგი იქნება. ევროპულ საქართველოს ამის ამბიცია გვაქვს“, - განაცხდა გიგი უგულავამ.