კორონავირუსის ვაქცინა, რომლის შექმნაზეც ოქსფორდის უნივერსიტეტი იტალიურ კომპანია Irbm-თან ერთად მუშაობს, შესაძლოა მზად იყოს შემოდგომაზე ან ზამთრისთვის. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელმა ვალტერ რიჩარდიმ განაცხადა.
"თუ ყველაფერი კარგად იქნება, შემოდგომა-ზამთრისთვის, შესაძლოა გვქონდეს ვაქცინის პირველი დოზები",- განაცხადა რიჩარდიმ ტელეარხ Rai3-ის ეთერში.
რიჩარდის თქმით, ვაქცინის დამზადების პროცესში ევროპა აშშ-ზე წინ არის და იტალიურ-ბრიტანული პრეპარატი უფრო მოწინავე ეტაპზეა, ვიდრე სხვები.
რაც შეეხება ოქტომბერში მეორე ტალღის დადგომას, იტალიელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ "ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვერავინ იქნება“.
"თუმცა საეჭვოა, რომ ვირუსი გაქრეს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაძლო პრობლემებთან შეჯახებისთვის", - განაცხადა რიჩარდიმ.