იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. მონაწილეები ინტერაქტიულ მეცადინეობას გადიან და აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში.
აღნიშნული კურსი ორიენტირებულია იმ პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც სტაჟიორებს დაეხმარება პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეები სტაჟირებას გაივლიან კერძო სამართლის, საერთაშორისო სამართლის და ადამაიანთა უფლებების ევროპის სასამართლოში წარმომადგენლობის დეპარტამენტებში.
გარდა აღნიშნული კურსისა სტაჟიორები ასევე გაივლიან პერიოდულ ტრეინინგებს სტაჟირების პრაქტიკული ნაწილის დროს.
სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის" კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ორგანიზებით მიმდინარეობს. კურსი 9 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდება.