საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის მთავრობის მეთაურის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„არ მივდივარ არსად, აქ ვარ. შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში მოვხვდე? ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ - ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა და არც მიფიქრია ამ სიებზე. არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი“, - განაცხადა პრემიერმა.