საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამის მიუხედავად, ის ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის გაჩენას მიესალმება, თუმცა თვითონ ასეთ პარტიებში გაწევრიანების შესახებ კონსტულტაციებს არ მართავს.
„დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი. მე პოლიტიკურ კონსულტაციებს არავისთან ვაწარმოებ, მაქვს მეგობრული შეხვედრები. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და რომელიმე პოლუსის ნაწილს არ წარმოადგენს, მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა.