პრემიერ-მინისტრისთვის სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის და მისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით - სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის სახელზე განცხადება შეიტანა.
ზვიად კუპრავას თქმით, რადგანაც პრემიერმა გაღარიბებაზე ისაუბრა, სააგენტო ვალდებულია პრემიერს- როგორც გაღარიბებულ მოქალაქეს დაეხმაროს. ზვიად კუპრავა კანცელარიასთან აქციის გამართვასაც გეგმავს,სადაც პრემიერ მინისტრის და მისი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას
„გახარიამ განაცხადა, რომ ის გაღარიბდა და არის ღარიბი, მას შემდეგ რაც ის გახდა საქართველოს მთავრობის წევრი და მის ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ 90 ლარი. შესაბამისად ჩვენ მოვედით აქ შევიტანეთ განცხადება სოციალურ სამსახურში და მოვითხოვეთ გახარია ოფიციალურად შეიყვანონ სოციალურ დაუცველთა ბაზაში და მიეცეს მას სოციალური შემწეობა, როგორც ღარიბ და ღატაკ ადამიანს. ეს არის რა თქმა უნდა სარკაზმის, სინამდვილეში გახარია კი არ გაღარიბდა, მისი ქონება ბევრჯერ გაიზარდა, მას შემდეგ რაც გახდა საქართველოს მთავრობის წევრი. ვაპირებთ კანცელარიასთან მივიდეთ და გამოუფინოთ გახარიას მისი და მისი ოჯახის წევრების ჩამონათვალი და დავანახოთ საზოგადოებას რას ნიშნავს გახარიას გადმოსახედიდან ღარიბი ადამიანი“,-განაცხადა ზვიად კუპრავამ.