მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლოში "იუკოსის" ხელმძღვანელის მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა დაიწყო: ხოროდკოვსკის და ლებედევს კომპანიის შვილობილი კომპანიების აქციებთან დაკავშირებით მაქინაციებში ადანაშაულებენ. ამასთან ერთან ბიზნესმენებს პირველად მიეცათ საშუალება პრესას გასაუბრებოდნენ.
საქმის წარმოების დროს "იუკოსის" მეორე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას პროკურორმა გიულჩეხრა იბრაგიმოვამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარე "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და ფილიალთაშორისო ბრუნვა "მენატეპის" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევის ბრალს დადასტურებულად მიიჩნევს, მეტიც, ხოდორკოვსკიმ ფატობრივად თავად აღიარა თავისი ბრალი აქციებთან დაკავშირებულ ზოგ მაქინაციაში.
"მიხეილ ხოდორკოვსკის როლი კომპანია "იუკოს"-ში განმსაზღვრელი იყო. სწორედ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ყველა გადაწყვეტილებაზე", _ აცხადებს იბრაგიმოვა და აღნიშნავს, რომ მართალია ხოდორკოვსკის და ლებედევს თავიანთი ბრალი არ უღიარებიათ, მაგრამ მათ მიერ მიცემული ჩვენებები სინამდვილეს არ შეესაბამება.
ხოდორკოვსკის დაცვა პროკურატურის პოზიციას რა თქმა უნდა არ ეთანხმება. "მათ 2003 წლიდან დაიწყეს (იგულისხმება პირველი პროცესი) ტყუილი და როგორც დაიწყეს ისე აგრძელებენ", _ აცხადებს ხოდორკოვსკის ადვოკატი ვადიმ კლიუვგანტი.