ვიდრე ჯარიმებზე დაიწყებდა ფიქრს, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირბადე 20-30 თეთრი ღირდეს , - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა აფთიაქებში პირბადე 1.20 -1.50 ლარი ღირს.
„ჩემთვის დაშინების გზა მისაღები არანაირად არ არის, რადგან როცა საუბარი არის პირბადეების სავალდებულო ტარებაზე და ამის გამო ჯარიმების დაწესებაზე, მაშინ მთავრობამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ პირბადეების შეძენა 20-30 თეთრად იყოს შესაძლებელი. ახლა აფთიაქებში პირბადე 1.20 -1.50 ლარი ღირს. ვიდრე ჯარიმებზე დაიწყებდა მთავრობა ფიქრს, უნდა შეექმნა პირობები, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სურვილი, რომ დაეცვათ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფები, შეძლონ პირბადის ყიდვა. ჯარიმები და შიში არ არის ის ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს ბრძოლის მეთოდი. ამ კანონპროქტს არ ვეთანხმები. სანამ მოქალაქეებს ჯარიმებს დაუწესებენ, სჯობს, თვითონ დაიცვან კანონი. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი არ მოდის პარლამენტში, მათთვის ერთთვიანი ხელფასის ჩამოჭრის ჯარიმა დაწესდეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
"ქართული ოცნების" დეპუტატის ანრი ოხანაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომლის ინიცირებაც დღეს მოხდება, მთავრობა პირბადის გარეშე სიარულის შემთხვევაში მოქალაქეებს 50-ლარიან ჯარიმას დაუწესებს.