მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 402 ათასზე მეტი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 7 006 436-ს მიაღწია, გარდაიცვალა 402 120 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 133 664 ადამიანი.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევების აშშ-ში ფიქსირდება - 1 940 468, გარდაიცვალა 110 ათასზე მეტი ადამიანი.