საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 683 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 810 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 683პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.