საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი. ეს ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 
ვებგვერდის ინფორმაციით, დღემდე საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა გამოვლენილი. 
კორონავირუსის შედეგად, ამ დრომდე ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.