ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი. ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 13 ათასს აჭარბებს. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 13 130 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 014 პაციენტი, გარდაიცვალა 200 ადამიანი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 8 844 პაციენტი, ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსზე 69 171 ტესტია ჩატარებული.