საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 808-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 808 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.