თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს. COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის პროცესი არ შეწყვეტილა.
სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება და კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.
ახალი არენა გვირაბით დაუკავშირდება 2015 წლისთვის აგებულ ოლიმპიურ სასახლეს, რომელშიც ორი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია. ერთში 3 ათასი ადამიანი ეტევა, მეორეში - 800.
კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო.