აჭარაში ჩამსვლელ ტურისთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარაში, სულ 831 578 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მეტია. 2010 იანვარ-სექტემბერში აჭარაში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის იანვარ-სექტემბერში, აჭარაში, სულ 458 001 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2008 წლის იანვარ-სექტემბერში 242 004. 2010 წლის პირველ ცხრა თვეში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 269 426 შეადგინა, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 2-ჯერ მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით კი 4-ჯერ მეტი. 2009 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარას სტუმრობდა 138 813 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი - 65 579.
იანვარ-სექტემბერში, აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა, 40,4% - თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტორთა13,1%), რაც 2-ჯერ მეტია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 35,4%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 11,5%), აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 14,7%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა - 4,8%).