დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ვაქცინის გლობალური სამიტი მიმდინარეობს.
სამიტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინრეჟიმში ტარდება, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მასპინძლობს.
ვაქცინის გლობალურ სამიტზე, რომელსაც 50-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, მოელიან, რომ 7.4 მილიარდის მობილიზებას შეძლებენ კორონავირუსის ვაქცინისა და იმუნიზაციის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად.
სამიტის მიზანია არსებული, გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებზე საუბარი და ვაქცინაცია იმუნიზაციისთვის თანხების მოზიდვა, რათა ვაქცინაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, განსაკუთრებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, შეაფერხა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამები.
ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლა, დიდ დარტყმას მიაყენებს ორგანიზაციის ბიუჯეტს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება იმუნიზაციის პროგრამებზე.