დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, გიორგი გახარიას "ვაქცინაციის გლობალურ სამიტში" მონაწილეობას "ტვიტერზე" ეხმაურება.
როგორც დიპლომატი წერს, ინფექციურ დაავადებათა გავრცელებასთან ბრძოლასა და ჯანმრთელი, უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია.
"მივესალმებით სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას მონაწილეობას ვაქცინაციის გლობალურ სამიტში, რომელსაც პრემიერი ბორის ჯონსონი მასპინძლობს. ინფექციურ დაავადებათა გავრცელებასთან ბრძოლასა და ჯანმრთელი, უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია", - წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი "ტვიტერის" გვერდზე.