ვაქცინა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასე ეხმიანება ლონდონში დაგეგმილ ვაქცინის საერთაშორისო სამიტს, ამერიკელი მილიარდერი ბილ გეიტსი BBC-სთან საუბრისას.
მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნლეად გლობალური მხარდაჭერის მობილიზება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული გაღებული შემოწირებულობით შესაძლებლებელი იქნება "უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა".
ბილ გეიტსის განცხადებით, ვაქცინის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანია საფრთხეს უქმნის დაავადებების, მათ შორის კოვიდ-19-ის აღმოფხვრისკენ მიმართულ მცდელობებს.
"თუ დეზინფორმაციულ კამპანიას შესაძლებლობას მივცემთ გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, მაშინ ჩვენ შესაძლებლობას მივცეთ დაავადებას, რომ გააგრძელოს ადამიანების მკვლელობა", - თქვა ბილ გეიტსმა.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, განსაკუთრებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, შეაფერხა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამები.
ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლა, დიდ დარტყმას მიაყენებს ორგანიზაციის ბიუჯეტს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება იმუნიზაციის პროგრამებზე.
შეგახსენებთ, დღეს, ლონდონში დაგეგმილია ვაქცინის საერთაშორისო სამიტი, სადაც ფიქრობენ, რომ 7.4 მილიარდის მობილიზებას შეძლებენ კორონავირუსის ვაქცინისა და იმუნიზაციის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად.
სამიტის მიზანია არსებული, გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებზე საუბარი და ვაქცინაცია იმუნიზაციისთვის თანხების მოზიდვა, რათა ვაქცინაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.