მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები. პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებს მიერ დასმულ შეკითხვას, მოსალოდნელ სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
"მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში", - განაცხადა ტიკარაძემ.