გასულ 24 საათში სომხეთში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.
სომხეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდა 6 პაციენტისა, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 9 პაციენტი, რომელთა გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.
ქვეყანაში ბოლო მონაცემებით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 11 221-ს მიაღწია. გამოჯანმრთელედა 3 468 პაციენტი, ხოლო - გარდაიცვალა 176.