ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "The New York Times"-ში წერს, რომ ნატო-რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ახალ გარანტიები გაჩნდება.
"რუსეთს მოვუწოდებ, ჩაერთოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისკენ. ამით საერთო საფრთხის ტვირთის განაწილება მოხდება ნატოსა და რუსეთს შორის. ეს ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, ერთიან ევროატლანტიკურ სივრცეში ახალი ეპოქის დასაწყებად. ლისაბონის სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობის გაფართოებაზე. რუსეთს მოვუწოდებ ჩვენთან სათანამშრომლოდ რაკეტსაწინააღმდეგო თანამშრომლობისკენ,"- განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, მათი თანამშრომლობას სამხედრო და პოლიტიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.